ელისეის სასახლის ფოტოგრამი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საფრანგეთის პრეზიდენტის ფოტოებს, სადაც ემანულე მაკრონის პირადი განცდებია აღბეჭდილი.
როგორც ირკვევა, ფოტოები გადაღებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სხვადასხვა ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების , მათ შორის ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ.
“ეს ჟესტები იმედგაცრუების, დაღლილობის, მარტოობის, დაუცველობის გამომხატველია, მაგრამ არ მიანიშნებს ლიდერის სისუსტეზე, ეს ანიჭებს მას უფრო ადამიანურ სახეს, ეს ის განცდებია, რომელიც ადამიანს უფრო მეტად ღირებულს ხდის“, – წერს ტვიტერში პოლიტიკური ესთეტიკის საკითხების ექსპერტი, პატრიცია სენტენო.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 28 თებერვალს, საათ-ნახევრის განმავლობაში ესაუბრა. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების კვალდაკვალ, მაკრონმა პუტინს სამი პირობის დაცვა მოსთხოვა: მშვიდობიან მოსახლეობასა და დასახლებებზე იერიშის შეწყვეტა; სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება; გზების, მათ შორის, კიევიდან სამხრეთით გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თავად მაკრონი “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, რომ სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტ პუტინს უახლოეს დღეებში კვლავ შესთავაზა გასაუბრება. „ჩვენ განვაახლებთ დისკუსიებს”.