LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფიქრობდა, რომ უკრაინა ადვილი ლუკმა იქნებოდა, მომდევნო 2 კვირა უმძიმესი იქნება” – გაბედავს თუ არა პუტინი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას

548
gvgv

საბედნიეროდ, სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული შეიარაღების გამოყენებას პუტინი ვერც ამ ეტაპზე გაბედავს, – ამის შესახებ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პუტინის მუქარაზე საუბრისას ანდრო გოცირიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში რუსეთი დაუსჯელი არ დარჩება.

ლავროვი: დროა დავაბრუნოთ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

ამასთან, ანდრო გოცირიძე აღნიშნავს, რომ რუსეთი დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს დასავლურ ცივილიზაციას ეომება და შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება.

საქართველოს მოსახლეობის 87% თვლის, რომ “უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის”: ვინ არის მტერი და ვინ იქნება გამარჯვებული? – კვლევის შედეგები

“პუტინმა სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული შეიარაღების გამოყენება რომც გაბედოს, ეს არ იქნება დაუსჯელი. მას ამის ტექნიკური საშუალებაც არ აქვს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბირთვული ომის მუქარის შესახებ განაცხადა და ფაქტობრივად, დასავლეთთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე ხელი აიღო, ცხადია, რომ მისი ნებისმიერი ბირთვული ობიექტი მონიტორინგის ქვეშ არის და ისინი ტექნიკურად ძალიან ჩამორჩებიან დასავლურ ანალოგებს.

რაც შეეხება ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ შეიარაღებას, რომელსაც ლოკალურად მეტად დამანგრეველი მოქმედება შეიძლება ჰქონდეს, ასეთის გამოყენება ცხადია, არ გამოირიცხება უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა უამისოდაც, უკრაინის გმირული წინააღმდეგობით გაბოროტებულმა რუსეთმა, ბოლო დღეებში ძალიან დამანგრეველი შეიარაღება გამოიყენა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. რასაკვირველია, რუსეთისთვის ეს არის ის ნაბიჯები, რაც დასავლური ცივილიზაციის მიღმა აყენებს”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

 

“სრული კატასტროფა”, “ბინძური კომპრომისი” თუ “ხსნა” – რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი

 

უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი ამბობს, რომ “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სწრაფი წარმატების ილუზია აღარ არსებობს”, ახლა მომდევნო ორი კვირა განსაკუთრებით მძიმე იქნება, რადგან მისივე სიტყვებით, “გაბრაზებული, გამწარებული კრემლი ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლიც იზრდება”.

“ვინაიდან სახელმწიფო უწყებების გარდა, სადაზვერვო ინფორმაციას არავინ ფლობს, პროგნოზის გაკეთება რასაკვირველია, რთულია, თუმცა შესაძლოა, ჩართული ქვეყნების მოქმედებები მიღმა რაღაც გეგმა დავინახოთ, რატომ დგამენ ამა თუ იმ ნაბიჯს.

რუსეთმა ნელ-ნელა ამოიღო თავისი დეკლარაციებიდან სიტყვა – დენაციფიკაცია, რაც გულისხმობს ზელენსკის რეჟიმის შეცვლას, ჩამოგდებას და სასურველი პერსონის შეცვლას, ასეთი აღმოჩნდა იანუკოვიჩი, რომელმაც გუშინ, უკრაინელ ხალხს წმინდა რუსული კლიშეთი მიმართა.

იანუკოვიჩი ზელენსკის: პირადად ხარ ვალდებული, ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლისღვრა და მიაღწიო სამშვიდობო შეთანხმებას

ზოგადად, უკრაინელებში მამის სახელი ნაკლებად გამოიყენება და რუსია ერთადერთი ერი, რომელიც მიმართვის ამ ფორმას იყენებს.

რუსეთი, ალბათ, უფრო მეტად კონცენტრირდება კიევის ხანგრძლივვადიან ალყაზე და შეეცდება, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის ფასად მოახდინოს უკრაინის შერყევა, კაპიტულანტური განწყობების გამოწვევას, რადგან პირველი და მძლავრი წინააღმდეგობა, სამხედრო შეიარაღებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის მოსახლეობაში ნახა.

საინტერესოა, რომ არა მხოლოდ ეთნიკურად უკრაინელები, არამედ ეთნიკურად რუსები, რუსულენოვანი უკრაინელებიც კი გახდნენ ისეთი წინააღმდეგობის ბლოკპოსტი, რომელიც რუსეთმა ვერ დასძლია ხარკოვში, ოდესაში და მარიუპოლში, სადაც უკრაინელი მოსახლეობა ნაკლებად არის.

რუსეთი ფიქრობდა, რომ ეს მისთვის ადვილი ლუკმა იქნებოდა. მსჯელობა იმაზე, რომ მომდევნო ერთი და ორი კვირა იქნება უმძიმესი, იმიტომაა რომ რუსეთი გაბოროტებულია და ეცდება დასაჯოს მშვიდობიანი მოსახლეობა.

კულმინაციას მალე ვიხილავთ! მოსკოვსა თუ ურალის ბუნკერში! - რას წერს ლაშა ძებისაშვილი ომის დასრულების შესაძლო სცენარზე

"ჯერ კიდევ ომის დაწყებისას ვამბობდი რომ 10 მაქსიმუმ 14 დღეში გაირკვევა ომის ბედი", - წერს ლაშა ძებისაშვილი.

 

მეორე, 10 დღეზე – ორ კვირაზე მეტხანს, რუსეთს უბრალოდ არ ეყოფა იმ შეიარაღების, რაკეტების რაოდენობა, იმ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის შემადგენლობა ან ხარისხი, რომელიც საჭიროა ამ ტიპის ომის განხორციელებისთვის.

არის კიდევ ერთი ფაქტორი – იმთავითვე უკრაინის გარშემო მობილიზებული შეიარაღებული ძალების რაოდენობა უკრაინის სრულად ოკუპაციისთვის უბრალო მათემატიკური გათვლებითაც კი არ იყო საკმარისი და მით უმეტეს, არ არის საკმარისი ხანგრძლივვადიან ომის წარმოების დროს, როდესაც ტექნიკა მწყობრიდან გამოდის, ლოჯისტიკა გადმოდის წინა პლანზე და უკვე ჩანს, რომ რუსეთს ამ მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს.

რუსებმა აღიარეს წვევამდელების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, ამ არაადამიანურ აქტს რუსეთის საქართველოსთან ომის დროსაც მიმართავდა, უბრალოდ ახლა მათ ეს იმიტომ აღიარეს, რომ განტევების ვაცს მოძებნიან საკუთარ გენერალიტეტში, ვისაც დამბრალდება ამ პირველი ფაზის ჩაფლავება”,- განაცხადა ანდრო გოცირიძემ “ფორტუნას” ეთერში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ – რუსეთ-უკრაინის ომი.

 

პოპულარულები