LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: „ჩვენ რუსეთთან ერთად ვართ“, „მხარს ვუჭერთ მშვიდობას“ – სოხუმში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 

231
1

„ჩვენ რუსეთთან ერთად ვართ“, „მხარს ვუჭერთ მშვიდობას“ – ამ მოწოდებებით სოხუმში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სოხუმის სტადიონზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ გატარებული ღონისძიებები მიზნად „სტრატეგიული საფრთხეების აღმოფხვრას“ ისახავს, როგორც თავად რუსეთისთვის, ასევე მისი „მეგობრებისთვის“, მათ შორის აფხაზეთისთვის.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა დასავლეთის ქმედებებს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა უწოდა, რასაც ნატოს აღმოსავლეთით სისტემატური გაფართოება ადასტურებს.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი მეგობრისა და მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მხარდასაჭერად. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად რთული იყო რუსეთის ხელმძღვანელობისთვის და პირადად ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, უკრაინა იქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი არსებითად ახორციელებს იმპერიალიზმის პოლიტიკას, რომელიც მიზნად უნიპოლარული სამყაროს შექმნას ისახავს”, – განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, რუსეთი იყო ქვეყანა, რომელმაც „სიმართლე“ 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაადგინა და რომ აფხაზეთი არასოდეს დაივიწყებს იმ დღეს, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g