შონ პენი რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან აშშ-ში დაბრუნდა და „სი ენ ენის“ ეთერში, ანდერსონ კუპერს საკუთარ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.
მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მასთან კომუნიკაციამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„ის ძალიან ღელავს უკრაინის გამო, არ ვიცი, იცოდა თუ არა მან, რომ ამისთვის იყო დაბადებული, მან გააერთიანა მთელი უკრაინა. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გამბედაობისა და პრინციპულობის ისტორიულ სიმბოლოდ იქცნენ“ , – განაცხადა პენმა.
61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა