LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესაა უკიდურესად ცუდი ტონი“… „მესმის, რომ პრიორიტეტი ღარიბაშვილის გალანძღვაა, მაგრამ“… – რატომ დაუპირისპირდა ნიკა გვარამია ლაშა ბუღაძეს და ტორესა მოსის

42781
FORTUNA.GE (4)

მწერალმა ლაშა ბუღაძემ და ტორესა მოსმა გადაცემა „ლიტერატურულ სამკუთხედში“ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში დასმული კითხვები გააკრიტიკეს.

მათი თქმით, ეს უნდა იყოს მაგალითი, როგორ არ უნდა აღმოვჩნდეთ იდიოტურ სიტუაციაში.

„მესმის, რომ აქ არის პრიორიტეტი აშშ-მა გალანძღოს ღარიბაშვილი, სანქციები დაადოს რძის ნაწარმის გატანაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვიწრო პოლიტიკური თემებია“, – განაცხადა ბუღაძემ და მას დაეთანხმა ტორესა მოსიც.

„მაგალითად, როგორც მოქალაქეს მოლოდინი მაქვს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რომ ქართველი ჟურნალისტი ჰკითხავს, საქართველოს მიმართ საფრთხეების შემთხვევაში რუსეთი მხრიდან, რეალისტური საფრთხეების მხრიდან, რას მოიმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შეკითხვას ველოდები, ვცდები? ბუნებრივია, ინსტიქტური მოლოდინი მაქვს ასეთი, რომ ეგზისტენციალური საფრთხე გვაქვს.

მახსენდება მოლდოვა და საქართველო, უკრაინის მერე და ირაციონალური პუტინი რას მოიმოქმედებს გამარჯვების საკომპენსაციოდ, რომელსაც ვერ იღებს ის გამარჯვებად უკრაინაში და რა ქმედებას განახორციელებს, ეს მოლოდინი გვაქვს, ბუნებრივია, და არ ჩათვალოთ ახლა რომ ჩვენ ჩავაცივდით რომელიმე კონკრეტული ჟურნალისტს, ამ მაგალითს ვიხსენებ, იმიტომ რომ მაგალითია, რომ ასეთი შეცდომები ავიცილოთ, უხერხულ მდგომარეობაში, რაღაც იდიოტურ მდგომარეობაში არ აღმოვჩდეთ.

მესმის რომ აქ არის პრიორიტეტი ღარიბაშვილი გალანძღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სანქციები დაადოს რძის ნაწარმის გატანაზე და რა საკვირველია, მაგარამ, ეს საბოლოო ჯამში ვიწრო პოლიტიკური თემებია. ” –  განაცხადა ლაშა ბუღაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ლაშა ბუღაძე და ტორესა მორისი გაკეთებული განცხადებების გამო საჯაროდ გააკრიტიკა.

“როგორც ყოველთვის, დიდი ინტერესით ვუყურებ ჩემთვის საყვარელ ლიტერატურულ სამკუთხედს (აქ აღარ დავწერ, რომ ფორმატი ორკუთხედი გახდა ბოლო თვეებია).

დავიწყე ყურება და მეოცე წუთზე უკვე მივხვდი, რომ რაღაც მაწუხებს. დავაკვირდი, რა, და აღმოვაჩინე, რომ შინაარსი ვერ გამომაქვს.

მოუსმინეთ ორივემ და მარტივი მოსმენილის შინაარსი დაწერეთ საკუთარ დიალოგზე ორმა მწერალმა.

მერე, წავიკითხავ და იქნებ რამე გავიგო. თუმცა, მგონია, რომ აქედან მოსმენილის შინაარსის დაწერა ძალიან მაღალი კლასის მწერლებსაც კი გაუჭირდებათ.

ცხადია, რომ ამას ყველაფერს გარეთ არ გამოვიტანდი და პირადად გეტყოდით და გაგიზიარებდით ჩემს შთაბეჭდილებას. მაგრამ რაკიღა თავად აირჩიეთ თქვენი არხის ჟურნალისტის თქვენივე არხის ეთერში გინებამდე მისული კრიტიკა, ამიტომაც გწერთ ამას საჯარო სივრცეში.

ეს არის უკიდურესად ცუდი ტონი, გუნდური თამაშის წესების არცოდნა და ადამიანური წესიერების პრობლემა. მეორე საკითხია, რომ სრულიად სულელური გააზრება იყო დემნა დევდარიანის იმ ცნობილი შეკითხვის და თან ჟურნალისტიკის და პოლიტიკის უკიდურესად ზედაპირული ცოდნის გამოვლინება.
ფრიად სამწუხაროა.”- დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g