მედიამ შვეიცარიაში პუტინის შეყვარებულის, ალინა კაბაევას მდიდრული ცხოვრების დეტალების შესახებ შეიტყო.
ჟურნალისტების თქმით, რუსი დიქტატორის ფავორიტი ქალი ოთხ ბავშვთან ერთად ლუგანოს ტბის სანაპიროსთან ახლოს, “პირად და ძალიან უსაფრთხო” შალეში ცხოვრობს.
ალინა კაბაევას შესახებ ტაბლოიდური გამოცემა The Mirror-ი წერს.
მასალაში აღნიშნულია, რომ ყოფილი ტანმოვარჯიშე საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნება მაშინ, როცა მისი “ტირანი პარტნიორი” უკრაინას “ჯოჯოხეთის გავლას” აიძულებს.
“ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა – ოდესღაც “რუსეთის ყველაზე მოქნილი ქალი” – გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიაში პუტინის ორ ვაჟთან და ორ გოგონასთან ერთად იმყოფება.
ჟურნალისტების თქმით, იმ ადგილას, სადაც კაბაევასა და პუტინის შთამომავლები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დასახლდნენ, ძვირად ღირებული რესტორნები, ბანკები, ბრენდული მაღაზიები, ელიტარული საავადმყოფოებია.
ადგილობრივი ტელეარხის ცნობით, ერთ-ერთ ამ VIP კლინიკაში, 2015 წელს კაბაევამ პუტინს ტყუპი გოგონები გაუჩინა.