LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო, ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში: ალეკო ელისაშვილი

1026
BeFunky-collage

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!”, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g