LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-თებერვალში ქართული პროდუქციის ექსპორტი 54.5%-ით გაიზარდა

94
Screen-Shot-2019-05-10-at-14.07.13

2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 49.2 პროცენტით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 760.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (54.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 778.9 მლნ. აშშ დოლარი (47.0 პროცენტით მეტი).

საქსტატის ცნობითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-თებერვალში 1 018.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g