LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა ტურისტი ერთი და იმავე მწვერვალიდან ორჯერ ჩამოიყვანეს

39
Capture43253465

ტურისტი მთის მწვერვალის დასაპყრობად გაემართა და რთულ სიტუაციაში მაშველების დახმარებით გადარჩა. მეორე დღეს კი ადგა და წინა დღის გამოსწორება სცადა, ისევ იმავე მწვერვალის დასალაშქრად წავიდა.

შემთხვევა არიზონას შტატში მდებარე მთის მასივში მოხდა. მაშველებმა ერთი და იგივე მოლაშქრე ზედიზედ ორჯერ გადაარჩინეს.
გამოცემა Backpacker-ის ინფორმაციით, 28 წლის ფილიპ ვასტო არიზონაში ნიუ-იორკიდან ჩავიდა. მას სურდა, რომ შტატის ყველაზე მაღალი წერტილი დაელაშქრა, მთის სიმაღლე 3,8 ათასი მეტრია.

მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ფილიპი პოლიციას დაუკავშირდა და შეატყობინა რომ დაიკარგა. მაშველებმა მამაკაცი დაახლოებით 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე იპოვეს და ჩამოიყვანეს.

მეორე საღამოს პოლიციაში ისევ შევიდა ზარი და ისევ ვასტო რეკავდა. ტურისტი იტყობინებოდა, რომ კვლავ სცადა მთაზე ასვლა, თუმცა ამჯერად დაეცა და ტრავმა მიიღო.

პოლიციაში მამაკაცს სთხოვეს, რომ მთის დალაშქვრისგან სამომავლოდ თავი შეიკავოს. თუმცა, მისგან ამის პირობა ვერ მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები