LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი, რომელზეც თქვეს, გია ჟორჟოლიანის არისო, სინამდვილეში ჩემია – თეონა კონტრიძე

169

მომღერალ თეონა კონტრიძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში, ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე სახლი პარლამენტარ გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის, სიცრუეა.

როგორც კონტრიძე სოციალურ ქსელში წერს, სახლი არა ჟორჟოლიანის, არამედ მისია.

„ამჟამად ვიმყოფები კახეთში. კონცერტი მქონდა და ტრადიციულად ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი. რას ვხედავ, შუქდება პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის „ოლიგარქული“ სამფლობელო ფხაკაძის ქუჩაზე (უკვე ალექსანდრე იოსელიანზე). სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას. სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ. გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ მილიონი გზის პარლამენტარი, რა პირობებში ცხოვრობს და როგორი შორს არის ფუფუნებიდანმისი ყოფა. უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება“,- წერს თეონა კონტრიძე „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები