LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იძულებული ვართ, პრეზიდენტს კარგად განვუმარტოთ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები” – მდინარაძე აცხადებს, რომ იმპიჩმენტზე საუბარი არ იქნება

116
11

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას – პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს – უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ეხმიანება.

როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე განმარტავს, იძულებული არიან, პრეზიდენტს კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები კარგად განუმარტონ.

მდინარაძე აცხადებს, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ იქნება:

“დღეს ამისი დრო არ არის. ვცდილობთ, გარკვეული პრევენცია მოვახდინოთ, რომ ყველამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ ამოეფარონ რაღაც მიზეზებს. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციისგან ისმის: რა დროს ეგ არის, ტექნიკური საკითხია, ფორმალური საკითხია. უკრაინაზე ვსაუბრობთ და რა დროს კონსტიტუციაა, ამ დონემდე მისვლა არაფრით შეიძლება.

აქედან უნდა გამოვიდეთ და თუ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ახლა უკრაინის თემებია და რა დროს კონსტიტუციის დაცვაა, არ შეიძლება, კონსტიტუციის საკითხები ფორმალურად მივიჩნიოთ. ეს სახელმწიფოს ჩამოშლის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანი არ არის, რომ ვინმეს იმპიჩმენტი გამოუცხადონ:

“იმპიჩმენტის საფუძველი გაწერილია კონსტიტუციაში და იმპიჩმენტის საფუძველს გამოიყენებს თუ არა, ეს არის პარლამენტის კომპეტენცია, ვინაიდან მისი დისკრეციაა. ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებამდე მივდივართ, რომ იმპიჩმენტზე არ ვიფიქროთ და დამატებითი უხერხულობები არ შევქმნათ. ჩვენი მიზანი არ არის, ვინმე გადავაყენოთ, იმპიჩმენტი გამოვუცხადოთ, ხმების მოგროვება დავიწყოთ.

ჩვენი მიზანია, ქვეყანაში პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დასრულებული, კარგად გაერკვეს თავის კომპეტენციაში”, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას მთავრობამ ოფიციალურად უარი უთხრა ევროპაში ვიზიტებზე და პირადი კონტაქტები გამოიყენა.

დღეს კი “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ:

“საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს”, – წერია განცხადებაში.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს გაეცნობით აქ:

“სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი” – პრემიერი განმარტავს, რატომ უთხრეს ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი

პაატა მანჯგალაძე: როდესაც რუსული აგრესიის საფრთხე რეალურია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია

რომან გოცირიძე: „ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა, მთავარ კუდიანად გამოცხადებული ყავთ ქალბატონი ზურაბიშვილი

სამადაშვილი: „ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მზადება დააანონსა, საზოგადოებას უთხრა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის გამო ზურაბიშვილის კონსტიტუციურ შევიწროებას იწყებს – რეაქციაც ადეკვატური იქნება

მარგველაშვილი: სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს გამოვიყენებ, კარგი იქნება თუ კონსტიტუციის დასაცავად 3 პრეზიდენტი გაერთიანდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g