მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ უკრაინელი რძლის, მარინა კარპისა და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ საუბრობს, რომელიც უკრაინაში იმყოფება:
„გაოგნებული ვარ მათი არა მარტო მხნეობით, არამედ სულისკვეთებით. მარინას 80 წლის ბებია მეუბნება, როგორ წამოვიდე, ქვეყანას როგორ ვუღალატოო. სარდაფში სადილებს ამზადებს, რომ მეომრებს გაუმასპინძლდეს. ინტერნეტით ვეკონტაქტებით და რა თქმა უნდა, ხშირად აქვთ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა. როცა დააგვიანებენ პასუხის მოწერას, თუ როგორ არიან, ეს ჩემთვის ყველაზე რთული წუთებია. ძალიან რთული ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გვაქვს ოჯახში…“