LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევებს გვაძლევთ, ქალბატონო ელენე? – ხმაური და დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე [ვიდეო]

138

პირველი სხდომა პარლამენტში არჩევნების შემდეგ – ბიუროს სხდომა ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო. ხედავს თუ არა ხელისუფლება რეალურ პრობლემებს ქვეყანაში – ამ შეკითხვას დღეს მმართველ გუნდში გაღიზიანება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ დემოკრატიულ გარემოში ჩაეტარებინა არჩევნები.

„როდესაც ხელისუფლება ამ ცდუნებას უძლებს – არც ერთი ბიულეტენი არ გააყალბოს, არც ერთი ხმა არ გააყალბოს და არც ერთი ხმა არ დაკარგოს, მე არ მგონია, რომ დამარცხების განცდა უნდა ჰქონდეს იმ მოცემულობაში, როდესაც მეორე ტური უნდა ჩაატარო, რაც მგონია, რომ დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესია. დამარცხებულის განცდა უნდა ჰქონოდა 2008 წელს სააკაშვილს, როდესაც ჩვენ მოვუგეთ მას საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ გააყალბა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის, რაზეც ეკა ბესელია საუბრობდა, იძლევა ერთადერთი დასკვნის საშულებას, რომ გუშინ მმართველმა გუნდმა ვერანაირი გაკვეთილი ვერ მიიღო.

„მე ვიფიქრე, რომ გუშინ მიხვდებოდით, რომ ასეთი დასკვნები არ უნდა გაგეკეთებინათ. ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ ასეთი ტონი. ჩვენ გავლილი გვაქვს ის მდგომარეობა რომელშიც ახლა თქვენ ხართ. მესმის, რომ ეს მდგომარეობა არის ძალიან მძიმე,  მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენს თავში იპოვოთ ძალა და მოახერხოთ, რომ ჩაატაროთ მეორე ტური არჩევნების ისე, რომ ქვეყანამ გადადგას ნაბიჯი წინ დემოკრატიისკენ,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ეკა ბესელიას ელენე ხოშტარიამაც უპასუხა და თქვა, რომ მმართველ გუნდს უნდა ესმოდეს, რომ ახლა საზოგადოებას იმის მოსმენა არ სჭირდება, რამდენად ცუდები არიან ოპოზიციის წევრები. ხოშტარია აცხადებს, რომ ამომრჩეველი მმართველი პარტიისგან შეცდომების აღიარებას ელოდება.

„რჩევებს გვაძლევთ, ქალბატონო ელენე? არ გვინდა ეს თქვენი რჩევები რა,“ – მიმართა ეკა ბესელიამ ხოშტარიას, რაზეც მან უპასუხა, რომ ის საუბრობს ქვეყნის საჭიროებებზე.

„ქალბატონო ეკა, თქვენ პირადად კი არ გირჩევთ, ქვეყანას რაც სჭირდება, იმაზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, ვის ვესაუბრები. ადამიანების არჩევანს ვცემ უბრალოდ პატივს. მეტს აღარ მოგაცდენთ,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის ნაწილმა ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g