საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება და რუსების წინააღმდეგ იბრძვის, ფრონტის ხაზიდან მორიგ ისტორიას აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
ირაკლი ოქრუაშვილი: “შვილივით მყავს ჩახუტებული “ენლო”, თან ჯაველინს ჯობია”
„ჩემი ბავშვობა უკრაინის ომში მოკვდა. რასაც ასო Z აწერია ყველაფერს ვესვრი. არადა როგორ მიყვარდა პატარაობისას “ზორო” და მასთან ასოცირებული Z, როგორც ბოროტებასთან მებრძოლი“. – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში 24 თებერვლიდან ომი მიმდინარეობს, ამ პერიოდში კი ასო Z თითქმის ყველა იმ კადრში გვხვდება, სადაც რუსული არმიის სამხედრო ტექნიკა ჩანს.
კრიტიკოსების აზრით, ასო Z ახალი სვასტიკაა, ხოლო რუსეთის მომხრეები, რომლებიც ომსა და უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას სპეცოპერაციას უწოდებენ, ამბობენ, რომ ეს რუსული არმიის მხარდაჭერის სიმბოლოა, რომელიც, კრემლის აზრით, უკრაინაში “ნეონაცისტებს“ ებრძვის.