LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა ბაკურაძე: „ამოწყდა მთელი უკრაინა და როგორ დამაჯერებს ვინმე, რომ ამ ტრაგედიის საპირწონეა „გაღატაკებული” აბრამოვიჩები და ატირებული ბლოგერები“

7799
marika

„იმედის“ ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და წერს, რომ მისი აზრით, ის სანქციები, რაც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო, არ არის დაბომბილი ქალაქებისა და ამდენი მსხვერპლის საპირწონე…

გთავაზობთ მარიკა ბაკურაძის სტატუსს:

„ძალიან უსუსური არგუმენტია – აი, სამაგიეროდ აბრამოვიჩი აეროპორტში გამოაბუნძულეს..

ამოწყდა მთელი უკრაინა, ამოწყდა, და როგორ დამაჯერებს ვინმე, რომ ამ ტრაგედიის საპირწონეა „გაღატაკებული” აბრამოვიჩები, ატირებული ბლოგერები და „იკეას“ ზედახორა.

143-დან დაახლოებით 120 მილიონ რუსს არც გაუგია არაფერი, ისე აგრძელებს ცხოვრებას, დარწმუნებული ვარ.

და სამაგიეროდ აგერ, მარიუპოლში, თეატრს შეფარებულ ბავშვებს ბომბავენ გაუჩერებლად.

მოდით, ვაღიაროთ, რომ ამ ომის დასრულებისთვის, ტვიტერების, მკ’დონალდების და ბრტყელი სფიჩების იქით, არავინ არაფერი გააკეთა“.

magti 5g