LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალპინისტი 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ცოცხალი გადარჩა

52
Mountaineer-fell-650-feet-down-Lake-District-mountain-but-survived

ბრიტანეთში ერთ-ერთი მწვერვალის დაპყრობის დროს ალპინისტი 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და მხოლოდ უმნიშვნელო ტრავმებით გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მამაკაცი დათოვლილ ჰელველინის მთაზე ადიოდა, როდესაც საყრდენი დაკარგა და დაგორდა. ადამიანის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე მაშველთა ჯგუფი და სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი მივიდა.

შედეგად დადგინდა, რომ ალპინისტი ცოცხალი გადარჩა და მეტიც, მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაცემის შემდეგ ბრიტანელი დამოუკიდებლად ადგა და გაიარა კიდეც.

მიუხედავად ამისა, დაზარალებული მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ყველა საჭირო გამოკვლევას ჩაუტარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები