LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველა სიტყვაზე ძლიერი” – მშვიდობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული ფოტოები

260
greatfotos

„ყველა სიტყვაზე ძლიერი!“ – სწორედ ასე შეფასდა ფოტოები, რომელთაც ერთი კადრით გადმოსცეს საკუთარი ისტორია და მშვიდობისთვის ბრძოლის ნამდვილ სიმბოლოდ იქცნენ.

ჯონ ლენონი და იოკო ონო, 1969 

აქცია სახელწოდებით Bed-In For Peace, ჯონ ლენონმა და იოკო ონომ 1969 წლის მარტში მოაწყვეს და სწორედ ასე აღნიშნეს თაფლობის თვე. წყვილმა საკუთარ ნომერში მიიწვია ჟურნალისტები და საკმაოდ უჩვეულო ფორმით გააპროტესტა ომი ვიეტნამში.

 

პრინცესა დიანა, 1997 

ლეგენდარული ფოტო პრინცესა დიანამ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიღო ანგოლაში, როცა განაღმული მინდორი გაიარა და ერთის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, მეორეს მხრივ, მსხვრევადი ნაღმების გამოყენება გააპროტესტა.

 

კოცნა თაიმ-სქვერზე, 1945 

ალფრედ ეიზენშტადტის ცნობილი ფოტო, რომელმაც ამერიკელი მეზღვაურის გლენ მაკდაფის და მედდის ედიტ შეინის კოცნა აღბეჭდა, ამერიკის იაპონიასთან ომის დასრულების დღეს გაკეთდა.

 

ჯეინ ფონდა, 1970

ჯეინ ფონდა, რომელიც ვიეტნამის ომის დროს ხმამაღლა ილაშქრებდა აგრესიის წინააღმდეგ, მონაწილეობდა აქციებში და კითხულობდა ლექციებს, ყოველთვის მთავარ აქტივისტად ითვლებოდა ჰოლივუდელ ვარსკვლავებს შორის, თუმცა საკუთარი აქტიურობისთვის ხშირად ხვდებოდა საპატიმროში.

 

ვიეტნამის ომის ვეტერანი, 1970

1969 წელს ამერიკის მსხვილ ქალაქებში ანტისაომარი გამოსვლები მოეწყო, რომელშიც 35 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სწორედ მაშინ მორთო 17 წლის ჯენ როუზმა ჯარისკაცების ხიშტები ყვავილებით. მართალია, ძალოვნებმა აქცია დაარბიეს, მონაწილეები კი დააპატიმრეს, მაგრამ სწორედ ყვავილებით მორთული ავტომატები იქცა პაციფიზმის სიმბოლოდ.

 

Make love, not war, 2011

2011 წელს ცნობილმა ფრაზამ Make love, not war სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია შეიძინა. ფოტო ვანკუვერში გაკეთდა, როცა ჰოკეის გუნდმა Canucks-მა სტენლის თასი მოიპოვა, ზედმეტად აგრესიული გულშემატკივრების დაშოშმინება კი, პოლიციას მოუხდა. სწორედ ერთ-ერთ სამართალდამცავს ემსხვერპლა 17 წლის ალექს ტომასი, რომელიც ასფალტზე დაეცა, მისი ბოიფრენდი სკოტ ჯონსი კი, არ დაიბნა და გვერდზე მიუწვა.

 

მუჰამედ ალი, 1966

მუჰამედ ალი ყოველთვის ღიად აპროტესტებდა ვიეტნამის ომს. ცნობილმა მოკრივემ სამხედრო სამსახურის გავლაზეც უარი თქვა, რასაც ყველა მისი ჯილდო და ტიტული ემსხვერპლა, თვითონ კი, რამდენიმე წლით კარიერაზე უარის თქმა მოუხდა.

 

ჯეინ ფონდა და სიუზან სარანდონუ, 2007

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა კოლექტიურად გააპროტესტეს ერაყის ომი, აქციას კი, როგორც მოსალოდნელი იყო ჯეინ ფონდა ჩაუდგა სათავეში სიუზან სარანდონთან ერთად.

 

მშვიდობის მტრედი ისრაელში, 2017 

ბენქსის სახელით ცნობილმა ბრიტანელმა მხატვარმა მთელი ციკლი მიუძღვნა ანტისაომარ თემას, განსაკუთრებული პოპულარობა ნამუშევრებს შორის მშვიდობის მტრედმა მოიპოვა ჯავშანჟილეტში.

 

mazda magti 5g