LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაღალფასიანი, თუმცა რისკიანი გარიგებები“ – თუ ადრე რუსები და ბელარუსები ბინას 3-4 თვით ქირაობდნენ, ახლა 1-წლამდე კონტრაქტები იდება

337
ipiccy_image

„ომის დაწყებიდან დღემდე საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დაახლოებით, 50%-ით არის გაზრდილი, მაგრამ ეს არის მაღალფასიანი, თუმცა რისკიანი გარიგებები“, – საკითხზე „პალიტრანიუსის“ ეთერში კომპანია „მოდე რეალ ესთეით“-ის დამფუძნებელმა ისაუბრა.

როგორც ნატო მოდებაძემ აღნიშნა, როგორც ხელისუფლება გვეუბნება, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდინება გაზრდილი არ არის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ადრე ეს ადამიანები 1 კვირით შემოდიოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. „ახლა კი შემოდიან არა როგორც ტურისტები, არამედ გაურკვეველი ვადით საცხოვრებლად რჩებიან. თუ თავდაპირველად ძირითადად, 3-4 თვით ქირაობდნენ ბინებს, ახლა გრძელვადიანი, 1-წლამდე კონტრაქტები იდება,“- აღნიშნა მოდებაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, ამავე თემაზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ, ოთარ კაჭკაჭაშვილმაც ისაუბრა. „ნებისმიერი გარიგების უკან დგას ამა თუ იმ პირის გადახდისუნარიანობის საკითხი, ეს იქნება რუსეთის, ბელარუსის თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კომპანიებს სიფრთხილით მიუდგნენ ამ საკითხს და ისარგებლონ იურიდიული კონსულტაციით თითოეული გარიგების დროს”, – აღნიშნა კაჭკაჭაშვილმა.

საქართველოში ნებისმიერ მოქალაქეს თავისი ბინიდან გადახდისუუნარო სუბიექტის გამოსახლებისთვის, შესაძლოა, 2 წელი დასჭირდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g