ბერლინში ჩატარდაკონცერტი, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებას მიეძღვნა. უკრაინისადმი სოლიდარობის საღამო ბერლინის ფილარმონიაში დოიჩე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გაიმართა.
კონცერტი მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილის ინიციატივით გაიმართა და სცენაზე. მასთან ერთად, მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავები წარდგნენ.
კონცერტის შემდეგ ლიზა ბათიაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა: „დღეს ყველა ჩვენგანი უკრაინელია, რადგან სწორედ უკრაინელები ასწავლიან ყველას, თუ რას ნიშნავს, იყო ნამდვილი ევროპელი“