ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად, 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდ, შესაბამისად, მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. კომენტარი შსს-ში მოგვიანებით გაკეთდება.