LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლები და ცხრა წლის გოგონა დაიღუპნენ“ – ოკუპანტებმა ავტომობილში მყოფი ოჯახის სამი წევრი მოკლეს

111
12321

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ხარკოვის რაიონში რუსებმა ესროლეს ავტომობილს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი პირი.

„ხარკოვის რაიონში რუსულმა ტანკმა ესროლა ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა ოჯახი ორ ბავშვთან ერთად. ოჯახი ამბობდა, რომ სამოქალაქო პირები იყვნენ და თეთრ დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ. მშობლები და ცხრა წლის გოგონა დაიღუპნენ, 17 წლის ბიჭი დაშავდა“, – ნათქვამია გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ნიკოლაევის რაიონში დაბომბვების შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, საიდანაც მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის შვიდი წლის ბავშვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g