უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ბიბისისთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ნებისმიერი ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე“. მისი განმარტებით, „უდავოა, რომ ასეთი შეხვედრა მშვიდობის გასაღებია“.
პოდოლიაკის თქმით, რომ უკრაინამ აჩვენა საკუთარი საბრძოლო, ლოგისტიკური მზადყოფნა და შეძლო ომის ინფრასტრუქტურის აშენება, ეს კი შესაძლებელს ხდის სწორი მოლაპარაკებების წარმოებას და პრეზიდენტისთვის ძალიან კარგი პოზიციის მომზადებას.
„ნებისმიერი ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორი ქვეყნის – უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე. უდავოა, რომ ასეთი შეხვედრა მშვიდობის გასაღებია. მზადდება და მზად იქნება, ჩვენ გვაქვს კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც ამ შეხვედრის ორგანიზება სურთ, ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული ომის ცხელი ფაზის დასრულებით. როდესაც სამუშაო ჯგუფები მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში შეიმუშავებენ წინასწარ დოკუმენტებს და პრეზიდენტებს გადაეცემათ, ისინი შეაფასებენ და ეს უკვე „საგზაო რუკაა“, რომლის განხილვა პირისპირ შესაძლებელია, მაშინ ეს შეხვედრა ჩატარდება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, როდის ჩატარდება აღნიშნული შეხვედრა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
