პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მოხარული ვარ, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის კანცლერთან.
განვიხილეთ რთული ვითარება უკრაინასა და მთელ რეგიონში.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გერმანიასთან არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას”, – აღნიშნულია ღარიბაშვილის “ტვიტში”.
როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს – საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ეფუძნება.
“პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Delighted to have a productive conversation w/??@Bundeskanzler. Discussed the challenging situation in Ukraine and in the entire region. Touched upon European & Euro-Atlantic integration of ?? & bilateral co-op w/??. pic.twitter.com/TXH2gi9e0y
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 22, 2022