კალიფორნიაში მზიანი დღე გათენდა. ანჯელინა ჯოლიმაც გადაწყვიტა თავის უფროს ქალიშვილთან, შაილოსთან ერთად გაესეირნა. 46 წლის ჯოლიმ 60-იანი წლების სტილის ქვედაბოლო მოირგო, რომელსაც ნაცრისფერი ზედა და შავი ფეხსაცმელი შეუხამა, მის „ლუქს“ „ლორო პიანას“ 2975 ევროიანი ჩანთა ასრულებდა.
რაც შეეხება 15 წლის შაილოს, გოგონას ცისფერი ზედა და თავისუფალი სტილის ჯინსის შარვალი ეცვა. დედა შვილი ჩახუტებულები სეირნობდნენ.