ჟურნალისტი, ჟანა აგალაკოვა, რომელმაც რუსეთის „პირველი არხი“ ცოტა ხნის წინ დატოვა, ამჯერად ღიად საუბრობს იმ პროპაგანდაზე, რომელიც რუსეთში წლებია გრძელდება. ის ამჯერად პარიზში ჟურნალისტურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა იმაზე, რამდენად რთულ პირობებში უწევდა მუშაობა 20 წლის მანძილზე.
„ვიცი, რომ რუსეთში მაკრიტიკებენ, ჯაშუშსა და მოღალატეს მიწოდებენ, არავინ მიხდის ფულს იმაში, რასაც ვლაპარაკობ, მე უბრალოდ ჩემი ქვეყანა მიყვარს. მინდა, რომ რუსეთში ხალხი აღარ იყოს ზომბირებული. მინდა, რომ ისწავლონ, როგორ განასხვაონ პროპაგანდა სიმართლისგან“, – ამბობს აგალაკოვა.
ჟურნალისტის თქმით, ყველა ვინც ახლა პუტინის წინააღმდეგია, ნამდვილი ტყვე გახდა და სანქციები ახლა შეეხო არა მათ, ვინც პროპაგანდას აღვივებს, არამედ საშუალო კლასის რუს მოქალაქეებს, ვინც ისედაც იზიარებდა დემოკრატიულ ღირებულებებს.