რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა – ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემა პუტინის მრჩევლის გადადგომის შესახებ, ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩუბაისის წასვლა უკრაინის მიმართ მის პოზიციას უკავშირდება.
ჩუბაისის ახლობლები კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
“ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი”, – განუცხადა RBC-ს მისმა ძმამ – იგორ ჩუბაისმა.
სერგეი შოიგუ 12 დღეა საჯაროდ აღარ გამოჩენილა – რას წერს რუსული მედია