LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა: ევროკომისიის პრეზიდენტი

78
ურსულა ფონ დერ ლეიენი

მთელი ევროკავშირის ამჟამინდელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს ომი პუტინისთვის სტრატეგიულ წარუმატებლობად იქცეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა” – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა

“ამაღამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი თვე შესრულდება. ევროპა პირველივე დღიდან ერთიანად დგას. მოდით, გავაგრძელოთ ასე. თუ არის რამე, რასაც პუტინი არ ელოდა, ეს არის ჩვენი ერთიანობა, ჩვენი მოქმედების სიჩქარე და ჩვენი გამბედაობა. მას ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს. და მაინც, ყოველდღიურად ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში და აპროტესტებს შემოჭრას. პატივცემულო წევრებო, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა და უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა.

სწორედ ამიტომ, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის გამოეყოთ 1 მილიარდი ევრო უსაფრთხოების კუთხით დასახმარებლად. მათ, ვინც მხარს უჭერს პუტინის ომს, არ უნდა შეეძლოს დატკბეს მათი მდიდრული ცხოვრების წესით, მაშინ როცა უკრაინას ბომბები ეცემა,” – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g