შონ პენი გახლდათ ის პირველი მსახიობი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ის ფრონტის ხაზთან გაემგზავრა, სადაც დოკუმენტური ფილმის, VICE გადაღებას შეუდგა.
61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა
შონ პენი დანებებას არ აპირებს, ახლა ის უკრაინელ ხალხს ფინანსურად ეხმარება. სულ ცოტა ხნის წინ, 61 წლის პენი პოლონეთში, კრაკოვში გაემგზავრა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ მსახიობმა და რეჟისორმა, საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია, CORE (Community Organized Relief Effort) ჩამოაყალიბა, რომელიც უკრაინელ დევნილებს დაეხმარება.