LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილს, თუნდაც ნახევარი რომ დაეჯერებინა ჩემთვის, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა – ნინო ბურჯანაძე

79

ბიძინა ივანიშვილს, თუნდაც ნახევარი რომ დაეჯერებინა ჩემთვის, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილს რომ დაეჯერებინა, მისი ხელისუფლება არ გადაჰყვებოდა იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა თავისი მმართველობის ბოლო წლებში, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე, თანამოზარეებთან ერთად მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც „მიხეილ სააკაშვილი უნდათ და არც ბიძინა ივანიშვილი“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ვიდეო-მიმართვას, ნინო ბურჯანაძე იმედგაცრუებული ლიდერის გამოსვლად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის 6-წლიანი მმართველობით იმედგაცრუებული საზოგადოებაა.

„ის, რაც ივანიშვილმა დღეს აღიარა, არის იმის განმეორება, რასაც 6 წლის განმავლობაში მე ვეუბნებოდი მას, თავიდან საკმაოდ დელიკატურად, შემდეგ უფრო მკვეთრად, ბოლოს უკვე ძალიან მკაცრად. სამწუხაროდ, მან და მისმა გუნდმა ეს ვერ შეისმინეს, მანამ, სანამ ქართველმა ხალხმა სილა არ გააწნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები