ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ეხმიანება.
დიმიტრი პესკოვის განცხადებით:
“ეს ჯო ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის და რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ”.
შეგახსენებთ, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა: “ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში”.
მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს:
“პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას”, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.