LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამემამულედ ჩაითვლება ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს – რუსეთის დუმაში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა

116
რუსეთის დუმა

დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს რუსეთის თანამემამულედ იქნება აღიარებული.

კანონპროექტის ავტორი რუსეთის დუმის დსთ-ის საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინია.

რუსული ჯარის გინება დასჯადი იქნება – პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს საზღვარგარეთ სამთავრობო უწყებების საქმიანობაზე „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების შესახებ.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტი აღმოფხვრის მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებებს, რომლებიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

კერძოდ კი, კანონპროექტის შინაარსი ამგვარია: თანამემამულეებად აღიარონ ის პირები, რომლებმაც „იციან რუსული ენა, რომელთა უშუალო წინაპრები დაიბადნენ ან იცხოვრეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“

ამასთან, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში გაიზარდა თანამემამულეების ახალი თაობა, რომლებსაც არ ჰქონიათ სსრკ-ის მოქალაქეობა. შესაბამისად, ცნება „თანამემამულის“ განმარტებაში გამოირიცხა სსრკ-ის მოქალაქეობასთან კავშირი“.

გარდა ამისა, კანონპროექტი „ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების სიის დაზუსტებას.“ კერძოდ, ბელარუსი და უკრაინელი ხალხის აღრიცხვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g