LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშკარაა, პრეზიდენტმა უკან დაიხია, ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა მისი კომპეტენცია არ არის – კობახიძე

82
უკყ7უკ

არავინ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტს შევყვეთ კინკლაობის მცდელობაში, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელჩის თანამდებობაზე მთავრობის მხრიდან წარდგენილი ყველა კანდიდატის დანიშვნას ხელი მოაწერა.

საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას: პრეზიდენტი

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული წლის ივნის-ივლისში და წელს პრეზიდენტმა ჯამში, მთავრობის წარდგინებით 5 ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევას არ მოაწერა ხელი.

„ვსაუბრობთ ფაქტებით, ფაქტები კი არის შემდეგი – გასული წლის ივნის-ივლისში, პრეზიდენტს მთავრობისგან ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით სამი წარდგინება გაეგზავნა და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია, თითქმის, ერთი წელი, შესაბამისად, პრეზიდენტმა მათ დანიშვნაზე უარი განაცხადა. ამ ნაწილში უკვე არასწორი ინფორმაცია გვაქვს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ასევე, წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევასთან დაკავშირებით.

ამ შემთხვევაში, არათუ უპასუხოდ დატოვა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს ნათქვამი. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული, ოფიციალური მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, შესაბამისად, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გაუგებარია. აშკარაა, რომ პრეზიდენტმა დაიხია უკან.

ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება არ არის პრაქტიკული თვალსაზრისით მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ჯამში, 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი. ამ წერილობით უარში, რომელიც წელს გამოიგზავნა, არის მოცემული უარის ე.წ. არგუმენტები. თავისთავად ის, რომ ასეთ პოლიტიკურ არგუმენტებს აბრუნებს პრეზიდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის სფეროში. როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში იჭრება პრეზიდენტი, ეს მთლიანად მთავრობის პრეროგატივაა. საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია. როდესაც საკუთარი ე.წ. არგუმენტებით პრეზიდენტი იჭრება საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში და მსჯელობს იმაზე, რა არის მიზანშეწონილი და რა არა, ეს თავისთავად მეტყველებს დამატებით იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.

“ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა, გარეთ გამოგვეტანა” – კობახიძე კითხვაზე, რატომ დუმდა “ოცნება” თუკი პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g