გუშინ ქეით მიდლტონი პრინც უილიამთან ერთად პრინცი ფილიპის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩნდა. მიდლტონი და უილიამი წირვაზე შვილებთან ერთად მივიდნენ, იქამდე კი უინძორის სასახლის ტაძარში შეიკრიბა სამეფო ოჯახი. მათ შორის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა დედოფალი ელისაბეთიც.
გუშინ ქეითი ბრწყინავდა „ალესანდრა რიჩის“ კოპლებიან კაბასა და დიდი ზომის შლაპაში. ჰერცოგინიას გუშინდელი ლუქი ყველამ ერთხმად შეადარა ოდრი ჰეპბერნის ცნობილ კაბას ფილმიდან „ჩემი მშვენიერი ლედი“.