პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით იამაიკაში იმყოფებოდნენ. მიღებაზე, რომელიც დედოფალ ელისაბეთის იუბილე მიეძღვნა, მეუღლეები საგანგებოდ მომზადებულები გამოჩნდნენ. ქეითმა იამაიკაში, დროშის ფერების პატივსაცემად, არჩევანი მწვანე კაბაზე გააკეთა. ეს გახლდათ წულის კაბა ულამაზესი დეტალებით „ჯენი პეკჰამისგან“, რომელსაც ქეითმა აქსესუარები დედოფლის პირადი კოლექციიდან შეუხამა.
ცნობილია, რომ იამაიკაზე ვიზიტის შემდეგ მეუღლეები ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრებიან.