ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით ირლანდიური ბატალიონის წევრებს შეხვდნენ. ამ დღეს ქეითი შეუდარებელი იყო „ლაურა გრინის“ მწვანე პალტოში, ხოლო პრინცი უილიამი, სამხედრო ფორმაში გამოჩნდა. ამ დღეს სპეციალურად გამოიყვანეს ირლანდიური ჯიშის ძაღლი, სახელად მგლის მახრჩობელა.
ასევე ძალიან ემოციური გამოდგა შეხვედრა პატარა გოგონასთან, რომელიც ქეითს ყვავილებით ელოდა. გოგონა ქეითის მსგავსად, მწვანე პალტოში იყო გამოწყობილი და მასთან შეხვედრას ჰერცოგინია განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა.