დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ახლა უკვე გერმანიაც მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
როგორც შოლცის სპიკერმა, შტეფენ ჰებესრაიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შოლცმა ზელენსკისთან საუბრის დროს გამოხატა “ზოგადი მზადყოფნა” გარანტორის როლის შესახებ.
მისივე განმარტებით, მას არ სურს სპეკულირება, შეიცავდა თუ არა უსაფრთხოების გარანტიის როლი სამხედრო კომპონენტსაც.
შეგახსენებთ, დღესვე გაეროში გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს და ქვეყანა მზად არის, “ითამაშოს თავისი როლი” უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში, თუ კიევი ამას ითხოვს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაცაიას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში