უკრაინელი ხალხის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა რიჩარდ გირმაც გამოხატა. მსახიობი, რომელიც დიდი ხანია მედიასთან არ გამოჩენილა, ამჯერად ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის CARE’s Ukraine Crisis Fund გვერდზე განთავსდა:
„მე, როგორც ყველა თქვენთაგანი, შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით, ქალები, პატარა გოგონები და ბიჭები, მოხუცები გარბიან ქალაქებიდან. შიში, შიმშილი, სისასტიკე და უსაფრთხო ადგილის მუდმივი ძიება, ეს აუტანელია“, – ამბობს 72 წლის მსახიობი.