ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ბელორუსულ არხზე სტუმრად იმყოფებოდა, სადაც რუსეთიდან წასულ ვარსკვლავებზე ისაუბრა. მისი თქმით, ისინი არა მოღალატეები, არამედ შეშინებულები არიან.
„ურგანტი, პუგაჩოვა, სხვები, ისინი ხომ არ არიან მტრები, უბრალოდ შეეშინდათ, აიღეს ხანგრძლივი შვებულება. ჩემი აზრი მაინც ასეთია, თუ მომღერალი ხარ, იმღერე, რა შენი საქმეა „ნატო“ და პოლიტიკა“, – განაცხადა პესკოვმა არტისტებზე საუბრისას. ლავროვმა ივან ურგანტიც შეაქო, თქვა, რომ მას დიდი ხანია იცნობს და თვლის, რომ პატრიოტია. პესკოვის თქმით, ურგანტმა საკუთარი აზრი საჯაროდ პირდაპირ ეთერში არ დააფიქსირა, რაც კარგია.
ივან ურგანტი ყველა არხსა და რეკლამაში დაბლოკეს – წამყვანის „განეიტრალება“ თინა კანდელაკს დაევალა