LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კვაშილავა: „ჩვენსას ნუ დავივიწყებთ. ნუ გავაუბრალოებთ. ნუ ვიტყვით, რომ იქ ისეთ რამეს ვხედავთ, რაც რუსს ჩვენთან არ გაუკეთებია…“

356
kaxa-kvashilava

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, კახა კვაშილავა სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რატომ არიან განსაკუთრებულად უკრაინის მხარდამჭერები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„რატომ ვართ განსაკუთრებით აფხაზეთელები ასეთი მხარდამჭერნი უკრაინის?

იმიტომ, რომ ჩვენი ბუჩაც გვინახავს, ჩვენი მარიუპოლიც, ქუჩებში ჩაქოლვები, დახვრეტები, გაუპატიურებები, თავის კვეთები, საფლავების შეურაცხყოფა, ქართული ისტორიული ძეგლების დანგრევა, წარწერების წაშლა, დარჩენილ ქართველთა საკონცენტრაციო ბანაკები.

შემდეგ გალის ტრაგედია 1998 წლის მაის-ივნისში.

შემდეგ 2008 წელი – შიდა ქართლი და აფხაზეთი.

ნანკა კალატოზიშვილი: „ჯერ იყო „აბა, მიშა გინდათ“, ახლა ამბობენ: „აბა, ომი გინდათ?“

კახა გოგიძე: „6 წლის ბავშვი გააჭაღარავეს… რუსეთის ადგილას ზღვა უნდა არსებობდეს. არც დოსტოევსკი მინდა, არც ლერმონტოვი და არც „გედების ტბა…“

რასაც უკრაინაში ვუყურებთ, ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს. ჩვენი თვალებით და არა სხვათა ფოტოსურათებით. ჩვენ გამოვიარეთ. საფლავები გვითხრია.

ჩვენსას ნუ დავივიწყებთ. ნუ გავაუბრალოებთ. ნუ ვიტყვით, რომ იქ ისეთ რამეს ვხედავთ, რაც რუსს ჩვენთან არ გაუკეთებია.

მადლობა ღმერთს, მოწმეები ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან.

დღეს ჩვენი მოვალეობაა, რომ საქმეში „რუსეთის სამხედრო დანაშაულობები კაცობრიობის წინააღმდეგ” – საქართველოსა და უკრაინის პრეცედენტები გააქტიურდეს და გაერთიანდეს.

ძალიან გთხოვთ, უკრაინის ტრაგედია საქართველოსთან ერთად წამოსწიეთ წინ.

ჩვენით დაიწყო თავისუფლებისმოყვარე ერთა დასჯა.

პირველებმა ჩვენ ვიწვნიეთ რაშიზმი!“

ზურა შევარდნაძე: „რომ ვსადილობ, ან თბილ საწოლში მძინავს, ისიც მეუხერხულება, მეხამუშება…“

მაკა ჩიჩუა: „ისინი, ვინც ცოცხებზე აღშფოთდით, ბუჩას რანაირად შეიძლება ახსნა ან რაიმენაირი გამართლება ჰქონდეს?!“

magti 5g