LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეერთებული შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს – ლოიდ ოსტინი

107
ლოიდ ოსტინი

აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი წარდგნენ.

პენტაგონის ხელმძღვანელი და ამერიკის წამყვანი გენერალი, კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივნმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.

„თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო.

საკუთარ გამოსვლაში, თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ: „რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიული გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით“.

აღნიშნული გაიზიარა ასევე, გენერალმა მილიმ.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც, ჩემი მშობლები და ამერიკელთა თაობები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, საფრთხეს უქმნის“, – აღნიშნა მან.

თავდაცვის მდივანმა ისაუბრა, ამერიკის დახმარებაზე უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინამ მოახერხა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ეფექტურად გამოეყენებინა სტინგერები და ჯაველინის სარაკეტო სისტემები.

გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება. თავდაცვის მდივანმა და გენერალმა მილიმ დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები წვრთნის უკრაინელებს, მათ შორის შეერთებულ შტატებში, თუმცა მათი თქმით წვრთნები არ იმართება უკრაინის თუ პოლონეთის შიგნით. შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, მილიმ თქვა, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა“, სადაც სამხედროების როტაცია მოხდება.

კონგრესმენებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მწვავე კითხვები დაუსვეს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ვაშინგტონმა მოსკოვის შეკავება. ოსტინმა და მილიმ, აღნიშნულზე საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათი აზრით ამის გზა ადგილზე ამერიკული სამხედროების განთავსება იყო, თუმცა ეს ქმნიდა რისკებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების. კომიტეტში გამოსვლისას, ამერიკის თავდაცვის წამყვანმა პირებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად შეიარაღების კუთხით უპირატესობისა, რუსეთმა ვერ მოახერხა მისი უნარების ეფექტური გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და მოუწიათ, უკრაინის მოულოდნელად მტკიცე თავდაცვასთან გამკლავება“, – წერს „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g