LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუვრის შემდეგ, ბიონსე და ჯეი ზი მომდევნო კლიპის გადაღებას კოლიზეუმში გეგმავენ

72

მიმდინარე წლის ივნისში, ბიონსემ და ჯეი ზიმ ლუვრში გადაღებული კლიპი „Apeshit“ წარმოადგინეს, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მუზეუმში შეიქმნა სპეციალური ექსკურსიაც, რომელიც ვარსკვლავების კლიპის მიხედვით შედგა.

ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ წყვილმა თვალი კიდევ ერთ მსოფლიო ღირსშესანიშნაობას დაადგა. საუბარია რომის კოლიზეუმზე, სწორედ იქ გეგმავენ მომღერლები მომდევნო კლიპის გადაღებას. ვარსკვლავებმა განაცხადი უკვე დაწერეს და მხოლოდ შესაბამისი ორგანოების თანხმობას ელოდებიან.

ცნობილი გახდა, რომ წყვილის პირველ განაცხადს იტალიის ხელისუფლებისგან უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ბიონსემ მეორედ მიმართა ქვეყნის კულტურის სამინისტროს. ამჯერად, მისი განაცხადი განხილვის რეჟიმშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები