სტივენ კინგმა და სერვისმა Hulu ჰორორ-სერიალ Castle Rock-ის პირველი ტრეილერი წარმოადგინეს.
სიუჟეტი კინგის ერთდროულად რამდენიმე წიგნზეა დაფუძნებული, თითოეულ მათგანში კი მოქმედება ქალაქ ქასლ-როკში ხდება. ტრეილერში შესაძლებელია ბილ სკარსგარდისა და სისი სპეისეკის ნახვა.
ვიდეოში ნახსენებია ფსიქიატრიული კლინიკა „ჯუნიპერ ჰილი“, რომელიც მწერლის ბევრ ნაწარმოებშია მოხსენებული და ასევე „შოუშენკის“ ციხე, სადაც წიგნის „გაქცევა შოუშენკიდან“ მოქმედება ვითარდება. აღნიშნული წიგნი მწერალმა 1982 წელს დაწერა.
Castle Rock-ის პრემიერა 25 ივლისს იგეგმება.
https://www.youtube.com/watch?v=gXsKCQenpt0