LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკაში პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზე შემცირებულია და ლარიც გამყარებულია – ღარიბაშვილი

61
ირაკლი-ღარიბაშვილი

ეკონომიკაში ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი შემცირებულია და მოლოდინი მაქვს, რომ იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე დააკორექტირებენ ფასებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, თავიდან იყო შოკური მდგომარეობა, მათ შორის ნავთობის ბაზარზე, ფასები მკვეთრად, 70%-ით გაიზარდა. „თუ არ ვცდები 150$-ზე ავიდა. ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ყველაფერი შემოგვაქვს უცხოეთიდან, არ ვართ ნავთობპროდუქტების მწარმოებელი, ამიტომ ბუნებრივია ჩვენთანაც ფასებმა მოიმატა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მათ შორის მწარმოებელ ქვეყნებშიც. ომის დაწყების დღიდან ძალიან მალევე, 5 კვირაში, ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ფასებზე გავლენა იქონია. მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინირებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავაჭრო ბაზარზე და სიტუაცია მკვეთრად დასტაბილურდა. ლარი დოლართან მიმართებაში თითქოს 3.0-ზეა ჩამოსული, ვითარება არის დასტაბილურებული, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, არავითარი პრობლემა არ არის და ზოგადად, ეკონომიკაში ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ბოლო ინფორმაციით, საწვავის ფასები შედარებით მსოფლიო ბაზარზე შემცირებულია და ლარიც გამყარებულია. მე მაქვს მოლოდინი, რომ საწვავის იმპორტიორები, გაითვალისწინებენ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენენ ფასების კორექტირებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g