LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიძინოთ ზუსტად 5 წუთში – ძილის ექსპერტის რჩევა

531
0_Sick-man-sleeping-in-bed

ღამე ჩაძინება თქვენთვის ნამდვილი გამოწვევაა? ერთი სული გაქვთ დაღლილ-დაქანცული როდის დაწვებით და დაისვენებთ, თუმცა…
შემდეგ თვალს ადევნებთ საათს და ათვლას იწყებთ იმ დროის, რამდენიც გაღვიძებამდე დაგრჩათ.
საბედნიეროდ, ჯანმრთელობის ექსპერტმა და მეცნიერების დოქტორმა ტიმ ბონდმა გადაწყვიტა გაემხილა ერთი მეთოდი, რომელიც 5 წუთში მოგგვრით ძილს.

სწრაფად დასაძინებლად შემდეგი ნაბიჯები უნდა გაითვალისწინოთ:

1. დაჯექი ან დაწექი საწოლზე და სხეულის ყველა კუნთი მოადუნე.
2. დაიწყეთ სახით, დაძაბეთ კუნთები და შემდეგ საშუალება მიეცით, ბუნებრივად მოდუნდნენ.
3. ჩამოწიეთ მხრები, რათა დაძაბულობა მოგეხსნათ, დაუშვით ხელები მსუბუქად.
4. ამოისუნთქეთ, მოადუნეთ მკერდი.
5. მოადუნეთ ფეხები, ბარძაყები და წვივები.
6. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო მანამ, სანამ სრულ სიმშვიდეს არ იგრძნობთ. მოიშორეთ ყველა ფიქრი და აზრი, გონება გაათავისუფლეთ. ხოლო როდესაც სიმსუბუქეს იგრძნოთ, თქვენი თავი მშვიდ სიტუაციაში წარმოიდგინეთ.

• აივანზე ზიხართ და უყურებთ ზღვას ან მზიან დღეს..
• ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში სარწევ სკამზე ხართ მოკალათებული და ნაზად ქანაობთ..
• აუზში ზურგზე მწოლიარე ტივტივებთ..
• ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა სცენარი, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღებია და უკეთესად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები