LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარკვიანი – რუსეთში ბოსტნეული გადის, კონტეინერები და სადღაც საბაბს აძლევ მეზობელ ქვეყანას, რომ გაუჩნდეს ეჭვები

138
თთტ

რუსეთში ბოსტნეული გადის, კონტეინერები და სადღაც საბაბს აძლევ მეზობელ ქვეყანას, რომ გაუჩნდეს ეჭვები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, სადაც სტუმრად მამუკა გამყრელიძესთან იყო მიწვეული.

ჩარკვიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე“.

„ამას წინ უსწრებდა რძის პროდუქტებზე განახლებული ხელშეკრულება; საბაბს როდესაც აძლევ, ასეთ მდგომარეობაში, გენოციდის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას; ამბობ, სანქციებს არ უერთდები, იქ განახლებული პროდუქტებია; იქ, ნახეთ თქვენ, ბოსტნეული გადის და კონტეინერები და სადღაც ჩნდება რაღაც ეჭვი;

უცებ გამოხტება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ფრიად აქტიური წარმომადგენელი ხელისუფლებისა და არნახულ განცხადებას აკეთებს, ჩათვალეთ, რომ პუტინის ტიპის განცხადებას. შესაბამისად, საბაბს აძლევ შენ მეზობელ ქვეყანას, რომ მას გაუჩნდეს ეჭვები“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ უკრაინამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები.

„უკრაინას მხეცური, ურდოს შემოსევა აქვს და შესაბამისად, მათთვის ყველა წერტილი მნიშვნელოვანია, საიდან რა შედის;

აი, რაღაც კონტეინერი დაიძრა და ამიტომ, გულწრფელად ვპატიობ ამ შემთხვევაში ამ ტიპის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ბრალდებაა და დაველოდები, მოვთხოვთ მტკიცებულებებს, რადგან ისე მოღალატეობრივი პოზიციის დაბრალება არ შეიძლება;

მაგრამ არც ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც უკიდეგანოდ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, არ უნდა მისცეს საბაბი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g