LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრმა თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე აიღო და ავიაკატასტროფას გადაარჩინა

82
MjAyMjA0ZWMyNmE3MzNlM2IyMWY3Mzc1ZWE0YjA2ZjU5MWYxMmM

საფრანგეთში მგზავრმა ავიაკატასტროფას ხელი შეუშალა და თვითმფრინავს საცხოვრებელ სახლზე დაცემის საშუალება არ მისცა. ქალი შტურვალთან ცხოვრებაში პირველად, მას შემდეგ დაჯდა, რაც 66 წლის პილოტს გულმა უმტყუნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ouest-France ავრცელებს.

ორადგილიანი Dragonfly-ით 30-წუთიანი ფრენის შემდეგ პილოტს გულის შეტევა დაემართა და რომ არა მგზავრის სწრაფი რეაქცია ხომალდი პირდაპირ საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდებოდა. მგზავრმა შტურვალს ხელი ზუსტად ბოლო წამს მოკიდა და თვითმფრინავი ჭაობიან ტერიტორიაზე დასვა.

პილოტი სამწუხაროდ გარდაიცვალა, ქალი უვნებლად გადარჩა და შოკის მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები