LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის

534
BeFunky-collage (3)

საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში, მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რაც შესაძლებელია, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლება დაწესდება მეგრულსა და სვანურზე.

„რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება.

ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა.

რამე თუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g