LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Washington Post: რუსეთი აცხადებს, რომ თუ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამას შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს

134
Untitled design (5)

“რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, უკრაინის შეიარაღება შეწყვიტოს” – ამის შესახებ The Washington Post წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, კიევმა ოფიციალური მოსკოვისგან დიპლომატიური ნოტა მიიღო, რომელშიც რუსეთი “არაპროგნოზირებად შედეგებზე” საუბრობს. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთმა აშშ-ს მიმართვა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის გასაგზავნი შეიარაღების მასშტაბის დრამატული გაფართოება (ლენდ-ლიზის პროგრამა) დაამტკიცა.

ამ მიმართვით რუსეთი აფრთხილებს აშშ-ს, რომ შტატებისა და ნატოს მიერ, უკრაინისთვის შეიარაღების სისტემების მიწოდება “ნავთს ამატებს” არსებულ კონფლიქტს და შეიძლება “არაპროგნოზირებადი შედეგები” გამოიწვიოს.

“მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, შეაჩერონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რომელიც გულისხმობს არაპროგნოზირებად შედეგებს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნულია კრემლის მიერ გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტაში.

შეგახსენებთ, საუბარია ლენდ-ლიზის პროგრამაზე.

ამერიკის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებას აძლევს, უკრაინას იარაღი შეუზუღდავი რაოდენობით მიაწოდოს.

ლენდ-ლიზის სახელმწიფო პროგრამა 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ დაიწყო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g