LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო: რთულია, სახელი მოუძებნო იმას, რაც ვნახე.. სისასტიკე, გენოციდი, ტერორი, ყველაფერი ერთად არის

301
BeFunky-collage (3)

რთულია, სახელი მოუძებნო იმას, რაც ვნახე ბუჩასა და ირპენში, სისასტიკე, გენოციდი, ტერორი, ყველაფერი ერთად არის, – ამის შესახებ საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტმა დელეგაციას მისცა მყარი საფუძველი, რომ „გაუგებრობები, რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, სწრაფად და პოზიტიურად მოგვარდეს“.

„ის, რაც ვნახე ბუჩასა და ირპენში, უბრალოდ წარმოუდგენელია. რთულია, სახელი მოუძებნო. ეს სისასტიკეა, გენოციდია, ტერორია, ყველაფერი ერთად არის. უბრალოდ წარმოუდგენელი რამ არის, რაც ხდებოდა აქ. რაც შეეხება პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს, ეს ორი რამით არის მნიშვნელოვანი.

ერთი რომ ქვეყნის სოლიდარობის გამოხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე, ჩემი აზრით, მოგვცა იმის მყარი საფუძველი, რომ ეს გაუგებრობები, რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, სწრაფად და პოზიტიურად მოგვარდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

“მასობრივი საფლავები, დახვრეტის ოთახები… ჯერ მიჭირს ყველაფრის მოყოლა” – რას წერს კიევში ჩასული ანა ნაცვლიშვილი

შეგახსენებთ, უკრაინაში ჩასულ პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა – რას წერს სტეფანჩუკი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

სტეფანჩუკი: საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება, ასეთი დასკვნა შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი თვალით იხილა ბუჩა და ირპინი

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

magti 5g