სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა ლოკოკინის ფერმამ სახელწოდებით „დ_სნეილლენდი“ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა.
ცნობისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტში, კომპანიის „დ_სნეილლენდი“ ლოკოკინის ფერმა გასულ წელს ამოქმედდა, ფერმის მოსაწყობად სრული ინვესტიცია 400,000 ლარზე მეტი განხორციელდა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 260,000 ლარია. ფერმაში 6 ადამიანია დასაქმებული.